logo_geo
ტედროს გებრეისუსი: კორონავირუსს თუ თავის ნებაზე გავუშვებთ, მივიღებთ საოცარ ქაოსს
- +

27 ოქტომბერი. 2020. 12:50

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს გებრეისუსის თქმით, კორონავირუსზე კონტროლის შეწყვეტა სახიფათოა და საზოგადოებამ ვირუსის პოლიტიზირებისგან თავი უნდა შეიკავოს.

 

როგორც მან ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ადამიანებს გადარჩენაში მეცნიერება, სოლიდარობა და სწორი გადაწყვეტილებები დაეხმარება.

 

„კორონავირუსი ძალიან საშიშია, თუ მას თავის ნებაზე გავუშვებთ, მივიღებთ საოცარ ქაოსს და თან ეს მაშინ, როდესაც ჯერ ვაქცინა ხელმისაწვდომი არაა.

 

ყური უნდა დავუგდოთ მეცნიერებს, რადგან ისინი ვირუსის შესახებ სიმართლეს აჟღერებენ და იძლევიან რჩევებს, როგორ შევაჩეროთ, გავუმკლავდეთ და კონტროლს დავუქვემდებაროთ ვირუსის გავრცელება. ბევრი ქვეყანა მიჰყვება მეცნიერების მოწოდებებს და შესაბამისად, იქ ვირუსის გავრცელებაც დაბალია. ასევე, დაბალია ლეტალობის შემთხვევებიც“, - განაცხადა გებრეისუსმა.

 

 

 

big_banner
არქივი