logo_geo
თურქეთში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულია ორი ტერორისტი
- +

27 ოქტომბერი. 2020. 13:21

 

 

თურქეთის სამხრეთ ნაწილში ჰათაის პროვინციაში სპეცოპერაციის შედეგად ორი ტერორისტია ლიკვიდირებული. ოპერაციის დროს პოლიციას და ბოროტმოქმედებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. ინფორმაციას jpost.com ავრცელებს.

 

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ისმის სროლა და შემდეგ ჩანს აფეთქება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა ტერორისტმა ე.წ. შაჰიდის ქამარი ააფეთქა.

 

სროლის და აფეთქების შედეგად რამდენიმე შენობა და ავტომობილი დაზიანდა. მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ არის.

 

როგორც ცნობილი ხდება, რომ ტერორისტები „ქურთთა მუშათა პარტიის“ წევრები იყვნენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი