logo_geo
ილჰამ ალიევი: სომხეთის შეიარაღებული ძალები გიუმრის რუსული ბაზიდან მარაგდება
- +

27 ოქტომბერი. 2020. 13:24

 

„რუსეთს 5 ათასი სამხედრო ჰყავს სომხეთში, გიუმრის სამხედრო ბაზაზე. სწორედ იქედან მთიან ყარაბაღში მყოფი სომხური შეიარაღებული ძალები შეიარაღებით მარაგდებიან“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ინფორმაციას Report.Az ავრცელებს.

 

„ჩვენ გვადანაშაულებენ იმაში, რომ თურქეთი მთიან ყარაბაღში დაქირავებულ „ბოევიკებს“ აგზავნის. ასევე ამბობენ, რომ აზერბაიჯანში თურქული F 16-ის თვითმფრინავებია განთავსებული. მაგრამ არ არსებობს აზერბაიჯანის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში თურქი სამხედროების მონაწილეობის არც ერთი მტკიცებულება.

 

სომხეთი კი რუსულ „მიგ 29“-ს და „სუ 30“-ებს იყენებს. ჩვენი ინფორმაციით, გიუმრის სამხედრო ბაზიდან დროდადრო ხდება სომხური ძალებისთვის იარაღის მიწოდება. ასე რომ მე ვურჩევ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გვადანაშუალებს, ჯერ საკუთარ თავს შეხედონ“ - განაცხადა ალიევმა.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სომხეთს მოლაპარაკება არ სურს და რომ აზერბაიჯანული მხარე ბოლომდე წავა და მთიან ყარაბაღს გაათავისუფლებს.

 

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი