logo_geo
სლოვაკეთში 10 წლის ზემოთ ყველა მოქალაქეს კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდება
- +

27 ოქტომბერი. 2020. 13:24

 

 

სლოვაკეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მყოფ 10 წლის ზემოთ ყველა მოქალაქეს კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდება.

 

მთავრობა იმედოვნებს, რომ მასობრივი ტესტრება ხელს შეუწყობს ინფიცირების მკვეთრი ზრდის შემცირებას, რითად შესაძლებელი გახდება მკაცრი შეზღუდვებისა და ე.წ. ლოკდაუნის თავიდან აცილება.

 

სლოვაკეთის ხელისუფლება ასევე იმედოვნებს, რომ თუ მათ მიერ არჩეული საყოველთაო ტესტირების გზა წარმატებული აღმოჩნდება, სხვა ქვეყნებიც მიმართავენ ამ მეთოდს.

 

სლოვაკეთის მოსახლეობა დაახლოებით 5.5 მლნ ადამიანს შეადდგენს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 45 155 შემთხვევაა გამოვლენილი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი