logo_geo
ესპანეთში პანდემიის ფონზე ექიმები გაიფიცნენ
- +

27 ოქტომბერი. 2020. 16:38

 

ესპანეთში ექიმებმა კორონავირუსის მეორე ტალღის ფონზე მასშტაბური გაფიცვა მოაწყვეს. მათი თქმით, ისინი იქამდე არ დაუბრუნდებიან საავადმყოფოებს, სანამ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

 

ცნობილია, რომ 25 წლის განმავლობაში ეს არის ექიმების პირველი გაფიცვა ეროვნულ დონეზე. ის ორგანიზებულია სამედიცინო პროფკავშირების სახელმწიფო კონფედერაციის (CESM) მიერ. მათივე თქმით, გაფიცვის გადაწყვეტილება ექიმებისთვის შექმნილი ვითარების გამო მიიღეს.

 

„გაფიცვის მიზეზია ფინანსების არარსებობა, დაგეგმვისა და მენეჯმენტის სერიოზული ხარვეზები, რაც უარყოფითად აისახება ჯანმრთელობის ეროვნული სისტემის სიცოცხლისუნარიანობაზე. კონკრეტული მოთხოვნის არ არსებობა ძირს უთხრის სამედიცინო მომსახურების ხარისხს. განსაკუთრებულად გაუარესდა ექიმების სამუშაო პირობები და პროფესიული მომზადება“, - განაცხადეს ესპანეთის სამედიცინო პროფკავშირებში.

 

კონფედერაცია ყოველთვის ითხოვდა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და პრეტენზიებს გამოთქვამდა, ჯანდაცვის ორგანოებსა და ინდუსტრიის პროფესიონალებს შორის დიალოგის ნაკლებობის გამო. მათი თქმით, პანდემიის გამო მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

 

ცნობილია, რომ ესპანეთში გაფიცულ ექიმებს, შესაძლოა, 150 ათასი სამედიცინო მუშაკი შეუერთდეს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი