logo_geo
ჯანმო: მსოფლიოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის 2.8 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
- +

28 ოქტომბერი. 2020. 01:47

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის 2.8 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

 

როგორც ჯანმოში აცხადებენ, 19 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით მსოფლიოში კორონავირუსის 2 884 604 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 39 712 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი