logo_geo
ფილიპინებზე მამლების ბრძოლაში მონაწილე ფრინველმა პოლიციელი მოკლა
- +

28 ოქტომბერი. 2020. 10:53

 

 

ფილიპინებზე პოლიციის ოფიცერი მამლების ბრძოლაზე რეიდის დროს დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ლეიტენანტ კრისტიან ბოლოკს ერთ-ერთი ფრინველის ფეხზე მიმაგრებული ბასრი დანა თეძოში მოხვდა და არტერია გადაუჭრა. კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი გარდაცვალება დააფიქსირეს.

 

მამლების ბრძოლა ფილიპინებზე ძალიან პოპულარულია, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში ბრძოლების ჩატარება აიკრძალა. სამართალდამცველების განცხადებით, მსგავსი რეიდის დროს პოლიციელი პირველად დაიღუპა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი