logo_geo
აშშ-ში სექს-სექტის ლიდერს 120-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
- +

28 ოქტომბერი. 2020. 11:01

 

 

სექს-კულტ NXIVM-ის ლიდერს, კიტ რანიეს ბრუკლინის სასამართლომ 120-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ გამოცემა „The New York Times“ წერს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ რანიე სექტაში ქალებს თაღლითობით იტყუებდა, სექს-მონობას აიძულებდა და ფულს სძალავდა. სასამართლოში მის წინააღმდეგ ჩვენება 15 დაზარალებულმა მისცა.

 

მსჯავრდებულს სასამართლომ ჯარიმის სახით 1.75 მილიონი დოლარის გადახდაც დააკისრა. სექტა NXIVM 1998 წელს შეიქმნა. მისი ლიდერი ჰოლივუდსა და ბიზნეს-წრეებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი