სომხეთში კორონავირუსის 2 241 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა ჯამში 82 651-ს მიაღწია. შესაბამის ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
ოფიციალური მონაცემებით, ინფექციის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით 1 243 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 21 - გასული დღე-ღამის განმავლობაში.
კორონავირუსისგან 52 508 პაციენტი განიკურნა.