logo_geo
სომხეთში კორონავირუსის 2 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

28 ოქტომბერი. 2020. 11:16

 

 

სომხეთში კორონავირუსის 2 241 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა ჯამში  82 651-ს მიაღწია. შესაბამის ინფორმაციას სომხეთის  ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

 

ოფიციალური მონაცემებით, ინფექციის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით 1 243 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 21 - გასული დღე-ღამის განმავლობაში.

 

კორონავირუსისგან 52 508 პაციენტი განიკურნა.

 

 

big_banner
არქივი