logo_geo
ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმებს მუშაობის გაგრძელებას სთხოვენ
- +

28 ოქტომბერი. 2020. 13:27

 

 

ბელგიაში, ქალაქ ლიეჟის ზოგიერთ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულ მედიკოსებს, რომელთაც სიმპტომები არ აქვთ, სამუშაოზე გასვლა სთხოვეს.

 

უცხოური მედიის ცნობით, ქალაქში სამედიცინო პერსონალის თითქმის მეოთხედი დაინფიცირებულია.

 

როგორც ბელგიის სამედიცინო კავშირების ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, მათ სხვა სხვა არჩევანი არ ჰქონდათ და იძულებულნი გახდნენ, უსიმპტომო ექიმებისა და ექთნებისთვის სამუშაოზე გამოცხადება ეთხოვათ.

 

ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ბელგიაში კორონავირუსის 347 289 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 11 038 ადამიანი.

 

 

big_banner
არქივი