logo_geo
აზერბაიჯანის გენპროკურატურა: სომხეთის მიერ დაბომბვის შედეგად დაღუპულია 69 და დაშავებულია 322 მშვიდობიანი მოქალაქე
- +

28 ოქტომბერი. 2020. 14:06

 

 

„სომხეთის მიერ დასახლებული პუნქტების დაბომბვის შედეგად დაღუპულია 69 და დაშავებულია 322 მშვიდობიანი მოქალაქე“, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე დაზიანებულია 415 სამოქალაქო ობიექტი, 92 მრავალსართულიანი შენობა და 2 338 სახლი.

 

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაცია 27 სექტემბერს მოხდა, რაშიც აზერბაიჯანული და სომხური მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი