logo_geo
ანკარის გენპროკურატურამ ჟურნალ „შარლი ებდოს“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
- +

28 ოქტომბერი. 2020. 14:30

 

 

ანკარის გენერალურმა პროკურატურამ ფრანგული სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ტელეკომპანია NTV-ს ცნობით, გამოძიების დაწყების მიზეზი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანზე ჟურნალში გამოქვეყნებული კარიკატურა გახდა.

 

სააგენტო Reuter-ის ცნობით, თურქეთი კარიკატურის გამოქვეყნების გამო იურიდიული და დიპლომატიური ზომების მიღებას გეგმავს.

 

კარიკატურა, რომელიც გამოცემის ახალ ნომერშია, სავარძელში საცვალში მჯდომ ერდოღანს ასახავს. პრეზიდენტი ქალს ისლამურ კაბას უწევს და იძახის: „უ, წინასწარმეტყველო!“

 

„შარლი ებდოს“ პუბლიკაცია საფრანგეთის და რამდენიმე ისლამურ ქვეყანას შორის დაძაბული კონფრონტაციის ფონზე დაიბეჭდა. ამის მიზეზი კი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებები გახდა 47 წლის მასწავლებლის, სამუელ პატის მკვლელობის შესახებ, რომელმაც მოსწავლეებს წინასწარმეტყველზე კარიკატურები აჩვენა. კერძოდ, მაკრონმა აღნიშნა, რომ ისლამი კრიზისშია, მასწავლებელი კი „რესპუბლიკის განსახიერებაა“.

 

„კარიკატურებსა და ნახატებზე უარს არ ვიტყვით“, - განაცხადა მაკრონმა.

 

ამის შემდეგ ერდოღანმა მაკრონი ისლამოფობიაში დაადანაშაულა, „ავადმყოფი“ უწოდა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმება ურჩია. მან თანამოქალაქეებს ფრანგული საქონლის ბოიკოტისკენ მოუწოდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი