logo_geo
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა
- +

28 ოქტომბერი. 2020. 16:10

 

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსით 44 059 551 ადამიანი დაინფიცირდა.

 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ია დაფიქსირებული, რომელსაც შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და თურქეთი მოსდევს. ამ ქვეყანნებში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მილიონზე მეტია.

 

კოვიდ-ინფექციას ჯამში  1 168 107 ადამიანი ემსხვერპლა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე  ვირუსისგან 29 832 060 ადამიანი განიკურნა.

 

 

big_banner
არქივი