logo_geo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: გვაქვს ინფორმაცია, რომ ყარაბაღში 2 000-მდე ტერორისტი 600 დოლარის სანაცვლოდ იბრძვის
- +

28 ოქტომბერი. 2020. 16:28

 

 

„ჩვენ გვადანაშაულებენ იმაში, რომ სირიიდან ყარაბაღში მებრძოლებს ვაგზავნით. ზუსტ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით გავარკვიეთ, რომ ყარაბაღში YPG/PKK-ის („ხალხთა დაცვის რაზმებისა“ და „ქურთების მუშათა პარტიის“) 2 000-მდე ტერორისტი 600 აშშ დოლარის სანაცვლოდ იბრძვის“, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ საკითხზე ყურადღება რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის დროსაც გაამახვილა.

 

„პუტინმა მითხრა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. დარწმუნებული ვარ, პუტინი ამ ტერორისტებს არ წაახალისებს, მაგრამ მან ამის შესახებ ფაშინიანს უნდა უთხრას“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი