logo_geo
აზერბაიჯანული მედია: ქალაქ ბარდას დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა
- +

28 ოქტომბერი. 2020. 17:03

 

 

სომხეთის მიერ ქალაქ ბარდას დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, 40 ადამიანზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაჯანული მხარის ბრალდებებს უარყოფს.

 

ოფიციალურ ბაქოში ამბობენ, რომ ბარდას დაბომბვის გამო, ქვეყნის არმიამ საპასუხო ნაბიჯები გადადგა და მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

 

თავდაპირველად ვრცელდებოდა მონაცემები, რომ  ქალაქ ბარდას დაბომბვას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი