logo_geo
ქალმა ნიღბის გაკეთების მოთხოვნისთვის კაცს დანა 27-ჯერ ჩაარტყა
- +

28 ოქტომბერი. 2020. 18:04

 

 

აშშ-ში, ჩიკაგოს პოლიციამ ორ ქალს მკვლელობის მცდელობის ბრალდება წარუდგინა. დები მაღაზიაში უნიღბოდ არ შეუშვეს და მათ პირბადის გაკეთება მოსთხოვეს. მოთხოვნით აღშფოთებულმა ქალებმა დაცვის წევრის მკვლელობა სცადეს. ერთ-ერთმა მათგანმა მამაკაცს დანით 27 ჭრილობა მიაყენა.

 

დები ჯესიკა და ჯეილა ჰილები ადგილობრივ სუპერმარკეტში უნიღბოდ წავიდნენ. დაცვის წევრმა მათ ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება და პირბადის გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში მაღაზიის დატოვება მოსთხოვა. ერთ-ერთმა დამ დაცვის წევრს ჯერ თავში ნაგვის ვედრო ჩაარტყა, შემდეგ თმაში ჩააფრინდა, მეორემ დამ კი ამ დროს მამაკაცს დანით ჭრილობები მიაყენა. დაცვის დაჭრილმა წვერმა მოძალადე დებისგან თავის დაღწევა მოახერხა. ქალები პოლიციამ დააკავა.

 

დაკავებულების ადვოკატმა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა, მოსამართლემ უარი განაცხადა. სასამართლო პროცესი გრძელდება.

 

 

 

big_banner
არქივი