logo_geo
ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 36 437 ახალი შემთხვევა დადასტურდა
- +

29 ოქტომბერი. 2020. 01:55

 

 

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 36 437 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 244 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 1 235 132 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 35 785 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი