logo_geo
ილჰამ ალიევი: არ დავუშვებთ სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე
- +

29 ოქტომბერი. 2020. 10:40

 

 

„არ დავუშვებთ სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„თუ ვინმეს სომხებისთვის მეორე სახელმწიფოს შექმნა სურს, თავისი ტერიტორია მისცენ და იქ შექმნან“, – განაცხადა ალიევმა რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში.

 

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, თვითგამორკვევა საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი პრინციპია, თუმცა ის არ უნდა არღვევდეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, რომლის შეცვლაც ამ ქვეყნის ნებართვის გარეშე დაუშვებელია.

 

ალიევის თქმით, თუ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარებაზეა საუბარი, სომხეთის შეიარაღებული ძალები კალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებიდან და აღდგამის რაიონის ნაწილიდან დაუყოვნებლივ უნდა გავიდნენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი