logo_geo
გერმანიაში კარანტინი გამოცხადდა
- +

29 ოქტომბერი. 2020. 11:29

 

 

გერმანიაში, 2 ნოემბრიდან თვის ბოლომდე, „შემზღუდავი კარანტინი“ იმოქმედებს, ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან ვიდეოსხდომის ჩატარების შემდეგ განაცხადა.

 

მერკელის განმარტებით, ასეთი ზომები საჭიროა იმისთვის, რომ „დეკემბერში გვქონდეს შესაძლებლობა, რომ სოციალური ცხოვრება ისევ გამოცოცხლდეს“.

 

„გადავწყვიტეთ შევზღუდოთ პირადი კონტაქტები, ეს ნიშნავს იმას, რომ საჯარო სივრცეში დასაშვებია მხოლოდ 9 ადამიანის ყოფნა. კერძო წვეულებების, ბინებში მონაწილეთა რიცხვი გაცილებით მკაცრად გაკონტროლდება. ასევე დაიხურება თეატრები, კინო, ფიტნეს-ცენტრები, კოსმეტიკის სალონები, სასტუმროები და კვების ობიექტები. ნოემბრის შუა რიცხვებში მთავრობა მიღებული ზომების ეფექტურობას შეაფასებს და საჭიროების შემთხვევაში მათი კორექტირება მოხდება“,- განმარტა კანცლერმა.

 

​ამასთან, ქვეყანაში სკოლები და საბავშვო ბაღები მუშაობას გააგრძელებენ „ჰიგიენის გაუმჯობესებული მოთხოვნების“ შესრულების გზით.

 

მოთხოვნების შესრულების შემთხვევვაში, საკარანტინო ზომები საეკლესიო რიტუალებს არ შეეხება.

 

გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან პირველად კორონავირუსით ინფიცირების 16 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ქვეყანაში 481 013 შემთხვევა გამოვლინდა, ამჟამად კი, თითქმის 140 ათასი აქტიური შემთხვევაა. ვირუსს სულ 10 281 პირი ემსხვერპლა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი