logo_geo
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, დაღუპული სამხედროების რაოდენობა 1 119-მდე გაიზარდა
- +

29 ოქტომბერი. 2020. 12:45

 

„აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირების შედეგად კიდევ 51 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა“, - ამის შესახებ ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე დაღუპული სამხედროების რაოდენობა 1 119-მდე გაიზარდა.

 

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სიტუაცია 27 სექტემბერს დაიძაბა. მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სამჯერ მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი