logo_geo
ნიცაში თავდამსხმელმა ქალს თავი მოჰკვეთა
- +

29 ოქტომბერი. 2020. 14:11

 

 

საფრანგეთში, ნიცაში მომხდარი თავდასხმის დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანით შეიარაღებული კაცი ბაზილიკა ნოტრ-დამში მყოფებს დაესხა თავს.

 

BFMTV-ის ინფორმაციით, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთ ქალს თავდამსხმელმა თავი მოჰკვეთა, რამდენიმე ადამიანი კი დაიჭრა. „Le Figaro“ წერს, რომ ერთი ქალი მან ბაზილიკაში მოკლა, მეორე კი გვერდით მდებარე კაფეში, სადაც ის დამნაშავისგან მიმალვას ცდილობდა. მესამე გარდაცვლილი კაცია.

 

თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა, რა დროსაც ის დაიჭრა და ახლა ჰოსპიტალში იმყოფება. მის ვინაობასა და მოტივებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

 

ქალაქის მერის კრისტიან ენტროზის ინფორმაციით, ინციდენტი ნიცაში ადგილობრივი დროით 9 საათზე მოხდა. თავდამსხმელი პოლიციამ 10 წუთის შემდეგ დააკავა.

 

big_banner
არქივი