logo_geo
საფრანგეთში პოლიციამ მამაკაცი მოკლა, რომელიც გამვლელებს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა
- +

29 ოქტომბერი. 2020. 18:10

 

 

საფრანგეთის ქალაქ ავინიონში სამართალდამცავებმა მამაკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომელიც გამვლელებს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რადიო Europe 1 ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი ხმამაღლა იძახდა: „ალაჰ აკბარ“.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, ქალაქ ნიცაში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, რომელიც საფრანგეთს უკავშირდება. Reuters-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც საფრანგეთის საკონსულოს დაცვის წევრს დანით თავს დაესხა და დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი