logo_geo
ათასობით ადამიანი კარანტინის გამო პარიზიდან გაიქცა
- +

30 ოქტომბერი. 2020. 15:14

 

 

გვიან ღამით ათასობით პარიზელმა კარანტინის გამო საფრანგეთის ქალაქიდან წასვლა გადაწყვიტა. გზებზე დიდი საცობები შეიქმნა. ამის შესახებ გამოცემა „Daily Mail წერს.

 

მედიის ცნობით, დღეს დილით, ლოქდაუნის წინა დღეს პარიზის მოსახლეობამ სუპერმარკეტები დააცარიელა, სილამაზის სალონებთან კი უშველებელი რიგები იდგა.

 

საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი წელს უკვე მეორედ გამოცხადდა. ფრანგები მომდევნო ერთ თვეს განმავლობაში კარანტინის პირობებში გაატარებენ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი