logo_geo
ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 709 - დაშავდა
- +

31 ოქტომბერი. 2020. 01:18

 

 

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ბოლო მონაცემებით, იზმირის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 709 დაშავდა.

 

მიწისძვრის შემდეგ თურქეთის ტერიტორიაზე 67 აფთერშოკი დაფიქსირდა.

 

ეგეოსის ზღვაში, 16,5 კილომეტრის სიღრმეში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც საბერძნეთსა და თურქეთში იგრძნობოდა.

 

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებმა იზმირის პროვიცნიაში სულ მცირე 20 შენობა გაანადგურა. მიწისძვრა იგრძნობოდა აგრეთვე ათენშიც.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი