logo_geo
ბარსელონაში აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები და ფოიერვერკები დაუშინეს
- +

31 ოქტომბერი. 2020. 16:47

 

 

ბარსელონაში დემონსტრანტები, რომლებიც „კოვიდ 19“-ის არსებობას არ აღიარებენ, პოლიციას დაუპირისპირდნენ.

 

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეები ეპიდემიის შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

 

ბარსელონას ცენტრში 50-მდე დემონსტრანტმა სამართალდამცველებს ქვები და ფოიერვერკები ესროლა.

 

კატალონიის რეგიონალური პოლიციის სპიკერმა, მოსოს დესქუადრამ განაცხადა, რომ პოლიციამ მომიტინგეები დაშალა, მაგრამ მათთვის ბრალი არ წაუყენებია.

 

მსგავსი სახის დაპირისპირება მოხდა ქალაქ ბილბაოშიც.

 

ევროპის მასშტაბით, ინფიცირების მილიონზე მეტი შემთხვევა პირველად ესპანეთში დაფიქსირდა. მიმდინარე კვირაში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მეორედ გამოცხადდა.

 

საგანგებო მდგომარეობა რეგიონულ ხელისუფლებას უფლებამოსილებას აძლევს, შეზღუდოს გადაადგილების თავისუფლება ჩაკეტვის და ე.წ. კომენდანტის საათის მეშვეობით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი