logo_geo
ლიონში მართლმადიდებელ მღვდელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
- +

31 ოქტომბერი. 2020. 21:24

 

საფრანგეთის ქალაქ ლიონში მართლმადიდებელ მღვდელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

 

„როიტერის“ ინფორმაციით, ბერძნული წარმომავლობის მღვდელი ეკლესიას ხურავდა, როდესაც თავდამსხმელი მიუახლოვდა და ორჯერ ესროლა. თავდამსხმელმა გაქცევა შეძლო.

 

დაშვებული მღვდელი საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმები ამბობენ, რომ სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები აქვს მიყენებული.

 

საფრანგეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თავდასხმა, შესაძლოა, ისლამისტმა რადიკალმა განახორციელა.

 

ლიონში თავდასხმამდე ორი დღით ადრე, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ქალაქ ნიცაში სამი ადამიანი მოკლა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი