logo_geo
თურქეთში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
- +

31 ოქტომბერი. 2020. 23:08

 

 

თურქეთში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 38 წლის ქალი და მისი ოთხი შვილი იპოვეს. ქალისა და სამი მცირეწლოვნის გამოყვანა მოხერხდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით, ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა. მეოთხე არასრულწლოვნის ამოსაყვანად კი, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

 

 

ძლიერი  მიწისძვრის შედეგად თურქეთში  800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. სტიქიას 470 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, რომელთაგან 35-ის სიმძლავრე 4 მაგნიტუდას აღემატებოდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი