logo_geo
ჯო ბაიდენი: ამერიკა, პატივია, რომ ჩვენი დიადი ქვეყნის ლიდერად ამირჩიეთ
- +

7 ნოემბერი. 2020. 22:49

 

ჯო ბაიდენი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მიკრობლოგ „ტვიტერის“ მეშვეობით გამოეხმაურა.

 

„ამერიკა, პატივია, რომ ჩვენი დიადი ქვეყნის ლიდერად მე ამირჩიეთ. წინ მძიმე სამუშაო გველოდება, თუმცა გპირდებით ამას: მე ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები, მიუხედავად იმისა მე მომეცით ხმა, თუ არა. მე შევინარჩუნებ რწმენას, რომელიც თქვენ ჩადეთ ჩემში“, – წერს ბაიდენი.

 

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენი აირჩიეს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი