logo_geo
მადამ ტუსომ ტრამპს ტანსაცმელი გამოუცვალა
- +

8 ნოემბერი. 2020. 02:54

 

 

მადამ ტუსოს მუზეუმში, სადაც პლანეტის ყველაზე ცნობილი ადამიანების ცვილის ფიგურებია გამოფენილი, ერთ-ერთი დონალდ ტრამპის ფიგურაა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე ოფიციალური პირის შესაფერისი სამოსი ეცვა.

 

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, მადამ ტუსოს მუზეუმმა პირბადეების გამოყენების პოპულარიზაციის გამო ცვილის „ტრამპს” პირაბდე გაუკეთა და ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა:

 

ამის შემდეგ იყო საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც მადამ ტუსოს მუზეუმშიც გამოეხმაურნენ და დონალდ ტრამპს 2021 წლის პოტენციური გარდერობი “შეუქმნეს”…

 

რამდენიმე საათია, რაც მადამ ტუსოს მუზეუმის ადმინისტრაციამ უკვე ექსპრეზიდენტ ტრამპს შარვალ-კოსტუმი გახადა და მის ნაცვლად, გოლფის ფორმა ჩააცვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მადამ ტუსოს Twitter-ის გვერდზე ვკითხულობთ:

 

„შეიძლება მისმა კამპანიამ მიზანში ვერ გაარტყა, მაგრამ ახლა საყვარელი სპორტისთვის მეტი დრო ექნება. ის აპირებს უფრო მეტი დრო დაუთმოს საყვარელ სპორტს, რადგან # MadameTussaudsLondon აფორმებს თავის ფიგურას გოლფის ტანსაცმელში და ასახავს მის 2021 წლის პოტენციურ გარდერობს”, – წერია ფოტოს აღწერაში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი