logo_geo
სომხური მედიის ინფორმაციით, არაღიარებულ მთიან ყარაბაღში განგაშის ზარი სამჯერ გაისმა
- +

8 ნოემბერი. 2020. 01:51

 

 

სომხური მედიის ინფორმაციით, არაღიარებულ მთიან ყარაბაღში განგაშის ზარი სამჯერ გაისმა, აზერბაიჯანული მხარე სომხეთის შეიარაღებული ძალების უკან დახევაზე იუწყება.

 

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახური იუწყება, რომ სტეპანაკერტში ღამით განგაშის ზარი სამჯერ გაისმა. როგორც სომხური მედია წერს აზერბაიჯანის ძალები სტეპანაკერტის მშვიდობინი მოსახლეობის მიმართულებით შეტევებს შორი მოქმედების რაკეტების მეშვეობით ახორციელებდნენ.

 

ამასთან, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, რომ დღეს სტეპანაკერტში ერთ-ერთ უმძიმეს განთიადს შეხვდა.

 

„ჩვენ ბოლომდე ჩვენი სამშობლოს დამცველების გვერდით ვართ. ბრძოლა გრძელდება არა სიცოცხლისთვის არამედ სიკვდილამდე“, – წერს არაიკ არათუნიანი.

 

აზერბაიჯანული მხარე იუწყება, რომ ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სომხეთმა დაარღვია, რის შედეგადაც აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხოდ საომარ მოქმედებებს მიმართეს. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო წერს, სომხეთმა ფრონტის ხაზზე დიდი ზარალი განიცადა და უკან დახევა მოუწია, თუმცა აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით შეტევები მაინც გრძელდებოდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი