logo_geo
მეცნიერებმა ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს, რომლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 90 პროცენტს აღწევს
- +

8 ნოემბერი. 2020. 19:00

 

 

მეცნიერები ახალი სახიფათო ვირუსის შესახებ საუბრობენ, რომელიც ღამურებიდან ადამიანებზე ვრცელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „Express აქვეყნებს.

 

ვირუსი სახელწოდებით „ნიპა“ განვითარებადი ზოონოზური დაავადება, რომელიც ბანგლადეშის და ინდოეთის მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ვრცელდება და ფატალურ შედეგებს იწვევს.

 

ვირუსი ჩვეულებრივ ადამიანებს, მცენარეებისა და ხილისგან გადაეცემათ, რომლებიც ინფიცირებული ღამურების ნერწყვით არის დაბინძურებული. ამჟამად ვირუსის ვაქცინა ან მკურნალობის საშუალება არ არსებობს. „ნიპა“ ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 90 პროცენტს აღწევს.

 

ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ ვირუსი უფრო იმაზე ფართოდ არის გავრცელებული, ვიდრე ვარაუდობდნენ.

 

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ SARS-COV-2- ისგან განსხვავებით, ამ დროისათვის, „ნიპა“ ადამიანიდან ადამიანზე მარტივად არ გადადის, მაგრამ ღამურებში უკვე ვირუსის ახალი შტამი ფიქსირდება, რომელიც გაცილებით საშიშია.

 

მეცნიერების განცხადებით, „ნიპას“ შემთხვევების რაოდენობა სათანადოდ არ არის შეფასებული, რადგან მისი სიმპტომები სხვა დაავადებების მსგავსია. კერძოდ, ვირუსს ძირითად შემთხვევაში იაპონური ენცეფალიტისა და მალარიის სიმპტომები ახასიათებს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი