logo_geo
მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპს არჩევნებში დამარცხების აღიარებისკენ მელანია ტრამპიც მოუწოდებს
- +

8 ნოემბერი. 2020. 21:30

 

 

დონალდ ტრამპს არჩევნებში დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდებს, პირველი ლედი მელანია ტრამპიც. სი-ენ-ენის ცნობით, რომელიც ანონიმურ წყაროს ეყრდნობა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ლედის არჩევნებთან დაკავშირებით საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია, მან პრეზიდენტთან პირად საუბარში აღნიშნა, რომ დრო მოვიდა, დონალდ ტრამპმა წაგება აღიაროს.

 

სი-ენ-ენის ცნობით, არჩევნებში დამარცხების აღიარებისკენ უფრო ადრე, დონალდ ტრამპს მისმა სიძემ და მრჩეველმა, ჯარედ კუშნერმა მოუწოდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი