logo_geo
იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსის 32 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 331 პაციენტი
- +

9 ნოემბერი. 2020. 10:56

 

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 32 616 ახალი შემთხვევა აღრიცხეს, რაც, წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით, 7 000-ით ნაკლებია.

 

„გარდიანის“ ინფორმაციით, ვირუსის შედეგად, დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში 331 პაციენტი გარდაიცვალა, სულ კი ეპიდემიას 41 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ინფიცირების 935 000-ზე მეტი შემთხვევა.

 

იტალიის ხელისუფლებამ გასულ კვირას კომენდანტის საათი დააწესა და ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში საკარანტინო ზომები შემოიღო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი