logo_geo
ავღანეთში „ალ-ქაიდას“ ლიდერი მოკლეს
- +

11 ნოემბერი. 2020. 12:03

 

 

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-ქაიდას“ რეგიონული ლიდერი მოკლეს. სპეცოპერაცია ფარაჰის პროვინციაში ჩატარდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

 

ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ალ-ქაიდასთან“ მოძრაობა „თალიბანი“ თანამშრომლობს, მიუხედავად იმისა, რომ თალიბებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ „ალ-ქაიდასთან“ ისინი თანამშრომლობას არ აპირებენ. ამჟამად „თალიბანსა“ და ავღანეთის მთავრობას შორის ავღანეთში სამშვიდობო დარეგულირების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

 

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ავღანეთიდან გასვლას იმ შემთხვევაში გეგმავენ, თუ „თალიბანისგან“ უსაფრთხოების შესაბამის გარანტიებს მიიღებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი