logo_geo
ჰონგ-კონგში ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს, რასაც პეკინის კრიტიკა მოჰყვა
- +

12 ნოემბერი. 2020. 18:44

 

ჰონგ-კონგში ოპოზიციის 15 წარმომადგენელმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა, რასაც ოფიციალური პეკინის კრიტიკა მოჰყვა. BBC-ის ინფორმაციით, ჰონგ-კონგის ოპოზიციის წარმომადგენლების პროეტესტის მიზეზი ჩინეთის ხელისუფლების მიერ ქალაქის 4 მოსამართლის იძულებითი გადაყენება გახდა.

 

ოფიციალური პეკინის განცხადებით, აღნიშნული მოსამართლეები ჩინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდნენ. ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებების დამცველი ორგანზიაციები კი აცხადებენ, რომ ეს ჩინეთის ხელისუფლების კიდევ ერთი პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

 

ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონი პეკინში მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს მიიღეს. დოკუმენტი ჩინეთის სპეცსამსახურებს ავტონომიის ტერიტორიაზე ფართო უფლებამოსილებას აძლევს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი