logo_geo
სომხეთში მოსახლეობა სახლებს წვავს და ქალაქ კარვაჩარს ტოვებს
- +

13 ნოემბერი. 2020. 11:46

 

 

ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ უნდა გადავიდეს, სომხური მოსახლეობა სახლებს წვავს. სამმხრივი შეთანხმებით, ქალაქი კარვაჩარი, რომელიც კელბაჯარის რაიონში მდებარეობს, 15 ნოემბერს აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარება.

 

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულებაზე აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტები 9 ნოემბერს შეთანხმდნენ, რის შემდეგაც კონფლიქტის ზონაში რუსული სამხედრო კონტინგენტი შევიდა. მხარეთა შეთანხმებით, აზერბაიჯანის კონტროლქვეშ პირველ დეკემბრამდე კელბაჯარის, აგდამისა და ლიჩინის რაიონები გადავა. აზერბაიჯანი კონტროლს შეინარჩუნებს საბრძოლო მოქმედებებისას დაკავებულ ტერიტორიებსა და ქალაქ შუშაზეც.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი