logo_geo
სომხეთში კორონავირუსის 1 703 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 29 ადამიანი გარდაიცვალა
- +

13 ნოემბერი. 2020. 12:18

 

 

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 703 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 114 383-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

 

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 697-ს მიაღწია.

 

ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 72 116 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი