logo_geo
Reuters: საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს
- +

13 ნოემბერი. 2020. 12:42

 

 

საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა ალ-ქაიდას ჩრდილოეთ-აფრიკული ფრთის სამხედრო ლიდერი ბაჰ-აგ მუსა მოკლეს. ინფორმაციას Reuters  ავრცელებს და წერს, რომ ოპერაცია მალის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩატარდა.

 

მუსა, რომელიც აშშ-ის მიერ ტერორიზმის შავ სიაში იყო შეყვანილი, სპეციალური ოპერაციის დროს მოკლეს, რომელიც სახმელეთო ჯარისა და ვერტმფრენების მონაწილეობით ჩატარდა. საფრანგეთი ოპერაციას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით უდიდეს წარმატებად მიიჩნევს. შესაბამისი განცხადება საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორანს პარლმა გააკეთა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი