logo_geo
ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო
- +

14 ნოემბერი. 2020. 10:21

 

 

„დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო.

 

წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, ჯო ბაიდენმა ჯორჯიისა და არიზონის შტატებში გაიმარჯვა, ხოლო დონალდ ტრამპმა კი ჩრდილოეთ კაროლინის შტატში.

 

აღსანიშნავია, რომ ჯორჯიის შტატში „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატებს 1992 წლიდან არ გაუმარჯვიათ.

 

ამერიკული მედიის მიერ გამოცხადებული საბოლოო შედეგების თანახმად, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ხოლო დონალდ ტრამპმა - 232 ხმა.

 

9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი