ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 53 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 53 320 716 შემთხვევა გამოვლინდა, 1 302 036 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 34 402 340 - გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 10,737,335 შემთხვევაა გამოვლენილი და 244 332 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.