logo_geo
მსოფლიოში კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 53 მილიონს გადააჭარბა
- +

14 ნოემბერი. 2020. 10:34

 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 53 მილიონს გადააჭარბა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 53 320 716 შემთხვევა გამოვლინდა, 1 302 036 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 34 402 340 - გამოჯანმრთელდა.

 

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 10,737,335 შემთხვევაა გამოვლენილი და 244 332 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი