გასული 24 საათის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის 177 246 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 1 320 ინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
საერთო ჯამში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა ქვეყანაში 10 734 596 შეადგინა, გარდაცვლილია 243 551 პაციენტი.