logo_geo
გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 22 461 ადამიანი დაინფიცირდა
- +

14 ნოემბერი. 2020. 11:37

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 22 461 ადამიანს დაუდგინეს, 178 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

 

სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 773 556 შემთხვევა გამოვლინდა, 12 378 ადამიანი გარდაიცვალა.

 

გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი