logo_geo
უკრაინაში კორონავირუსის 12,524 შემთხვევა გამოვლინდა
- +

14 ნოემბერი. 2020. 11:39

 

 

უკრაინაში კორონავირუსის დღიური შემთხვევების ანტირეკორდი დაფიქსირდა.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 12,524 ადამიანს დაუდასტურდა, 191 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 525,176 ადამიანს დაუდგინდა. ჩOVID-19-ს სულ 9,508 პაციენტი ემსხვერპლა, 238,811 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი