logo_geo
სამხრეთ კორეაში კოვიდინფიცირების 205 შემთხვევა გამოვლინდა, რაც სექტემბრის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია
- +

14 ნოემბერი. 2020. 11:47

 

 

 

სამხრეთ კორეაში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 205 შემთხვევა გამოვლინდა, რაც სექტემბრის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

205-დან, 166 შემთხვევაში შიდა გავრცელება დაფიქსირდა, ხოლო 39 კი იმპორტირებულია. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეაში დაიწყეს იმ ადამიანების დაჯარიმება, ვინც სახალხო ადგილებში პირბადეს არ ატარებს.

 

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე ინმა ხელისუფლებას და ადგილობრივ მთავრობებს კორონავირუსული პანდემიის ფონზე მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი