logo_geo
უსაინ ბოლტი: რონალდო დღეს ჩემზე სწრაფია
- +

14 ნოემბერი. 2020. 11:48

 

 

 

 

ლეგენდარულმა იამაიკელმა სპრინტერმა, რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა უსაინ ბოლტმა უპასუხა კითხვას – შეძლებდა თუ არა დღეს 100 მეტრზე გარბენში „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს უკან ჩამოტოვებას.

 

„დარწმუნებული ვარ, კრიშტიანო დამაჯერებლად მოიგებდა, რადგან ის აქტიურ სპორტსმენად რჩება. ის ყოველდღე ბევრს მუშაობს. რონალდო ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. ვფიქრობ, ის უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე მე ვარ დღეს“, – თქვა ბოლტმა.

 

იამაიკელმა ასევე ილაპარაკა თავის საფეხბურთო კარიერაზე, რომელიც 2017 წელს, მძლეოსნობიდან წასვლის შემდეგ დაიწყო.

 

„მიმაჩნია, რომ უკეთესი იყო ევროპაში დავრჩენილიყავი. როცა ავსტრალიაში წავედი, ვფიქრობდი, რომ პრესისგან და ყველაფრისგან მოშორებული უნდა ვყოფილიყავი. იქ შევძლებდი კარიერის დაწყებას მცირე დანახარჯებით. მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც ვფიქრობდი. ევროპაში რომ დავრჩენილიყავი, უფრო მეტად დამეხმარებოდნენ. ეს ყველაფერი უფრო გაგრძელდებოდა და ფეხბურთელის კარიერაც წამატებული იქნებოდა“, – განაცხადა ბოლტმა.

 

2018 წლის აგვისტოში, იამაიკელი შეუერთდა ავსტრიულ კლუბს „სენტრალ კოსტ მარინერსს“, მაგრამ ორ თვეში დატოვა გუნდი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი