logo_geo
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 1 849 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

14 ნოემბერი. 2020. 15:57

 

 

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 849 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1 048-ით გაიზარდა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“ 73 429 პირს დაუდასტურდა, მათ შორის 54 049 გამოჯანმრთელდა, ხოლო 946 გარდაიცვალა.

 

ამჟამად აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 18 424 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი