ვიეტნამში ტაიფუნ „ვამკოს" ელოდებიან. ადგილობრივი მთავრობა პროვინციებიდან 450 000-ზე მეტი მაცხოვრებლის ევაკუაციას გეგმავს. „ვამკო" ვიეტნამში წელს მეცამეტე შტორმი იქნება.
ქვეყანაში სტიქიურ მოვლენებს მიმდინარე წლის განმავლობაში 160 ადამიანი ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, „ვამკოს" ფილიპნებში 54 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.