აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 14 ნოემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, მთიან ყარაბაღში, ფიზულის მხარეში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე, კერძოდ ორი ძმა, ნაღმზე აფეთქდა.
ინციდენტის შედეგად, ერთ-ერთი ძმა გარდაიცვალა, ხოლო მეორემ სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.
აზერბაიჯანის პროკურატურამ შემთხვევის ადგილი და გარდაცვლილის ცხედარი შეისწავლა. მომხდართან დაკავშირებით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაინიშნა.
აზერბაიჯანის პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.